Accentnews.ge
აშშ–მა აბასთუმნის ფილტვის ცენტრს $70 000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

აშშ–მა აბასთუმნის ფილტვის ცენტრს $70 000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

14/08/2023 11:56:55 პოლიტიკა, საზოგადოება

აშშ–მა აბასთუმნის ფილტვის ცენტრს $70 000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ამისშესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერტებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, რომელიც ფილტვების ამბულატორიული მკურნალობის შესაძლებლობებით კავკასიის რეგიონში ერთადერთია, $70,000-მდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით.

ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და პაციენტთა რეაბილიტაციაში, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დახმარება გააუმჯობესებს პაციენტებზე ზრუნვის კომპლექსურ პროცესს.

გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის: მაგნიტური თერაპიის აპარატი, ხელ-ფეხისა და სხეულის ზედა ნაწილის ერთობლივი სავარჯიშო მოწყობილობა, სარეაბილიტაციო წოლითი ველოსიპედი, სარეაბილიტაციო ბილიკი შშმ პირებისთვის, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ანალიზატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი ინჰალატორით და სხეულის ტემპერატურის ინფრაწითელი თერმული გასასვლელი", – ნათქვამია საელჩოს მიერ ავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S