Accentnews.ge
საქართველოში მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3ºC–ით დაიკლებს

საქართველოში მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3ºC–ით დაიკლებს

14/08/2023 11:20:34 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3ºC–ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

სინოპტიკოსებს პროგნოზით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს.

„ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S