Accentnews.ge
უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით რუსული კა–52 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით რუსული კა–52 ჩამოაგდეს

14/08/2023 11:13:23 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 14 აგვისტოს გამთენიისას რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

„დადგენლია ჩამოგდებული ვერტმფრენის ტიპი 2023 წლის 14 აგვისტოს 5:00 საათზე. ეს არის მტრის თავდასხმის ვერტმფრენი კა-52“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ბახმუტის მიმართულებით გაანადგურა რუსული ვერტმფრენი, მაგრამ მაშინ მისი ტიპი ცნობილი არ იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში 313 შვეულმფრენი დაკარგა.

ივლისის ბოლოს, ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ორმოცი კა-52–ის ტიპის ვერტმფრენი.

რუსეთი დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S