Accentnews.ge
ღვარცოფში მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მოყოლილი ჯელაძე კობახიძეს მიმართავს: "ეს რა თქვი?!"

ღვარცოფში მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მოყოლილი ჯელაძე კობახიძეს მიმართავს: "ეს რა თქვი?!"

14/08/2023 09:46:04 საზოგადოება

შოვში, მეწყერში მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მოყოლილი დავით ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

"ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი?!" - წერს დავით ჯელაძე "ფეისბუკში", რომელზეც ირაკლი კობახიძეა მონიშნული.

14 აგვისტოს კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.

მან ჯელაძის შესახებაც ისაუბრა.

"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას.

ჯელაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც შოვში მეწყერში მოყვა და გადარჩენა შეძლო. ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ოჯახის წევრებთან ერთად მოყვა. ის, ასევე სხვა გადარჩენილებიც ყვებოდნენ, რომ ღვარცოფიდან თავის დაღწევას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

იხილეთ ასევე: "გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - ღვარცოფს გადარჩენილი კობახიძეს პასუხობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S