Accentnews.ge
მღებრიშვილი: ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული შანსი, ვიმუშავებთ

მღებრიშვილი: ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული შანსი, ვიმუშავებთ

14/08/2023 09:10:27 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით,ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი ცხედრების პოვნის, სამძებრო ღონისძიებები გაგრძელდება.

მან გაიმეორა შს მინისტრის სიტყვები, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია და დარჩენილია 25-26%.

„ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, რომელსაც მინისტრი ატარებდა, ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი და მინისტრისგან მიიღეთ დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილი რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, სადაც ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია, დარჩენილია 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. მუშაობა არ წყდება.

დღეს კიდევ შევხვდებით მინისტრს, არის რაღაც ნიუანსები, რასაც მოვახსენებთ მინისტრს და გადავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გეტყვით.

ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ტექნიკის და ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S