Accentnews.ge
გომელაური: შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

გომელაური: შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი

14/08/2023 08:31:41 საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი.

„კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა, დაახლოებით, 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება დაიგეგმა შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები - მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტიქია შოვს 3 აგვისტოს დაატყთა თავს. ამ დროისთვის 24 ცხედარია ნაპოვნი. 9 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S