Accentnews.ge
2023 წლის II კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი უცხოელი შემოვიდა – ტოპ–ქვეყნები

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი უცხოელი შემოვიდა – ტოპ–ქვეყნები

14/08/2023 08:10:02 ეკონომიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4%–ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 46.4% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7%–ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8%–ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 73.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 22.6% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 290.8 ათასი დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0%–ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია – 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა – 47.8% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.7%–ს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S