Accentnews.ge
7 თვეში ექსპორტი 16%-ით გაიზარდა

7 თვეში ექსპორტი 16%-ით გაიზარდა

14/08/2023 07:45:49 ეკონომიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 097.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.0%–ით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 575.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 15.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.0 %–ით).

„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4 946.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%–ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S