Accentnews.ge
უკრაინელები ოდესაზე სამი მასიური შეტევის მოგერიების შესახებ იუწყებიან

უკრაინელები ოდესაზე სამი მასიური შეტევის მოგერიების შესახებ იუწყებიან

14/08/2023 06:45:55 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და 15 დრონი და "კალიბრის" ტიპის 8 რაკეტა ჩამოაგდეს, - იუწყება უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები.

„მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის ოლქს, გამოიყენა დრონების ორი ტალღა, სულ 15 ცალი და "კალიბრის" ტიპის საზღვაო ბაზირების 8 რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

იუწყებიან, რომ ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტებმა დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი, დაშავდა სამი ადამიანი. აფეთქების ტალღამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S