გერმანიის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
14/08/2023 06:39:51 მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი დღეს დილით კიევში ჩავიდა.
ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ცნობილია, რომ გერმანელი მინისტრი კიევში პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს.
უკრაინას 19 ივლისს ირლანდიის პრემიერ - მინისტრი ლეო ვარადკარი ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინისთვის დამატებით 5 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა და უკრაინელი მესანგრეებისა და სამხედრო ექიმების მომზადება დააანონსა. უკრაინას, ივლისის ბოლოს, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ-რადმანი ეწვია.


