6 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ წვრთნები საფრანგეთში გაიარა
14/08/2023 06:11:13 მსოფლიო
6 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ წვრთნები საფრანგეთში გაიარა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა.
ლეკორნიუს თქმით, უკრაინას კონტრშეტევისთვის გაწვრთნილი "ჯარისკაცების ახალი თაობა“ სჭირდება.
"საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, კერძოდ, სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით", აღნიშნა სებასტიან ლეკორნიუმ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა საფრანგეთისგან ყოველთვიურად იღებს 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის პარტიას. გარდა ამისა, საფრანგეთი ეხმარება საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში.
11 აგვისტოს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ დაახლოებით 900 უკრაინელი საზღვაო ქვეითი გადიოდა წვრთნას დიდ ბრიტანეთში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში გასცა ნებართვა, ასწავლონ უკრაინელ პილოტებს ავიაგამანადგურებელ F-16-ის მართვა. სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი ასრულებენ.


