Accentnews.ge
შავ ზღვაში რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და გაჩერება მოსთხოვა ხომალდს, რომელიც უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა

შავ ზღვაში რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და გაჩერება მოსთხოვა ხომალდს, რომელიც უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა

13/08/2023 11:17:21 მსოფლიო

შავ ზღვაში რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და გაჩერება მოსთხოვა ხომალდს, რომელიც უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა.

"რუსეთის საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ შავ ზღვაში 13 აგვისტოს დილით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და გაჩერება მოსთხოვა სატვირთო გემ „სიუკრუ ოკანს“, რომელიც პალაუს დროშით ცურავს. გემი უკრაინის პორტ იზმაილში მიემართებოდა. რუსეთის გემმა მოითხოვა მისი გაჩერება შემოწმებისთვის. მას შემდეგ, რაც კაპიტანმა რეაგირება არ მოახდინა, „ვასილი ბიკოვმა“ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

გემი დაათვალიერეს და მან გზა განაგრძო. ტრეკინგის სამსახურის Marine Traffic თანახმად, მან დანიშნულების პორტი შეიცვალა და ახლა რუმინეთისკენ მიემართება. მშრალტვირთიანი გემი საბერძნეთის პორტ ქალკიდიკიდან არის გამოსული.

მანამდე მოსკოვი აცხადებდა, რომ "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის შეწყვეტის შემდეგ სამხედრო სამიზნედ განიხილავენ უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. რა მიზეზით გაათავისუფლეს სატვირთო გემი და რა გადაჰქონდა მას, რუსულ თავდაცვის უწყებაში არ აზუსტებენ.

აშშ-ის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა მარცვლეულის გარიგებაზე რუსეთის უარი და უკრაინის პორტების ბლოკადას სამხედრო აგრესია უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S