ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა
13/08/2023 11:07:00 მსოფლიო
ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.


