ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყებიან
13/08/2023 08:24:29 მსოფლიო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყებიან.
"დრონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 4:00 საათზე სცადა, მაგრამ ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.


