Accentnews.ge
სეს: შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

სეს: შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

11/08/2023 18:08:26 საზოგადოება

სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დახოცილი ცხოველებიდან ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მისივე თქმით, პირუტყვის დამარხვა სრული წესების დაცვით მოხდება.

"ამ წუთისთვის, დახოცილი ცხოველებიდან არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების. ამას ვაცხადებ კონკრეტულად. რაც შეეხება დახოცილი ცხოველების დამარხვას, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა, სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშოებს" - ამბობს "მთავარი არხის" ცნობით, ვასილ ბასილაძე

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ეძებენ კიდევ ცხრა ადამიანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S