Accentnews.ge
ლუკაშენკომ პოლონეთთან „ურთიერთობების დალაგების“ დავალება გასცა

ლუკაშენკომ პოლონეთთან „ურთიერთობების დალაგების“ დავალება გასცა

11/08/2023 15:58:35 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლონეთთან „ურთიერთობების დალაგების“ დავალება გასცა.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი, უპირველეს ყოვლისა, “აღმოსავლეთის ხარჯზე ცხოვრობს” რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობით, „მაგრამ მაღალტექნოლოგიურ დასავლეთიც არ უნდა დაივიწყოს".

"ისინი გვერდით არიან, ჩვენი მეზობლები არიან - ევროკავშირი და მათთან ურთიერთობების დაკარგვა არ შეიძლება. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო - 2024-2025 წლებში – მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები მოხდება” - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან პოლონელებთან საუბარის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„პრემიერ-მინისტრს დავავალე, დაუკავშირდეს მათ. თუ სურთ, ვილაპარაკოთ, ურთიერთობები დავალაგოთ. მეზობლები ვართ, და მეზობლებს არ ირჩევენ,” - დასძინა ავტორიტარმა ლიდერმა.

პოლონეთმა ბელარუსისთან საზღვარს აძლიერებს. დაგეგმილია 10 000 სამხედროს მობილიზება. ამჟამად სასაზღვრო სამსახურის მუშაობას 2 000 სამხედრო უჭერს მხარს. გადაწყვეტილება პოლონეთში რამდენიმე მიზეზით მიიღეს: ბელარუსში "ვაგნერის" მებრძოლის გამოჩენით შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და არალეგალური მიგრაცია – პოლონეთის შსს აცხადებს, რომ ბელარუსის სპეცსამსახურები აორგანიზებენ მიგრანტების მიერ საზღვრის არალეგალურ კვეთას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S