Accentnews.ge
ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე მთლიანი პროექტის პროგრესი 86%- ია

ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე მთლიანი პროექტის პროგრესი 86%- ია

11/08/2023 15:35:08 პოლიტიკა, საზოგადოება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე ისაუბრა რიკოთის საკითხზე.

„გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის მიზანიც მხოლოდ პოლიტიკურია. მით უფრო, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და შესაბამისად, პარალელების გავლენა, არის აბსოლიტურად უსაფუძვლო და მიუღებელი“ - თქვა ქარსელაძემ.

მისი თქმით, ჟღერდება ბევრი დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები.

"რიკოთის მონაკვეთზე, რომელიც შედგება ოთხი მონაკვეთისგან და ჯამში, 52 კმ-მდე გზა, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან, 12 გვირაბით და 22 ხიდით, დაახლოებით, უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%"-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, რიკოთის ოთხი მონაკვეთიდან დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი (ხევიდან ზესტაფონამდე), მათი პროგრესი არის 90% და 96%. ამ მონაკვეთების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება, ხოლო პროექტი 2024 წელს დასრულდება.

მისი თქმით, რიკოთზე მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც შემდეგი გარემოებაა:

"149-ე კილომეტრზე არსებული ძველი გზიდან დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომლის ანალიზიც და შესწავლაც მოხდა სპეციალისტების მიერ და მიჩნეულ იქნა მომეტებული საფრთხის მქონედ. მყისიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი და ასევე მოეწყო შესაბამისის კედელი და ამ პირობებში უკვე ჩვენ შეგვეძლო შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რიკოთზე, 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა. უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად დღიდან კერის აღმოჩენისა, გაუკეთა უზრუნველყოფა იმას, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო შესაძლო რისკი და გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. ვრცელდებოდა ინფორმაცია გუშინ, რომ რეჟიმი დაწესებულია 7 საათამდე, არამედ არის დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე და შემდგომ 10 საათიდან დილის 5 საათამდე არის სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. ეს არის მაგალითი, რაც საპირისპიროა იმ ბრალდების, თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია, მართოს პროცესები და კომპეტენციის პრობლემაა. კეთდებოდა მსგავსი შეფასებები, რომლებიც ელემენტარულად არის უსაფუძვლო და არის ცილისმწამებლურიც. ეს არის ის მაგალითი, როდესაც დეპარტამენტმა სწორედ წინმსწრებად, ვიდრე განვითარდებოდა, მიიღო შესაბამისი ადეკვატური ზომები, რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური, რომ ძალიან მალე მოხდა სპეციალური რეჟიმით რიკოთის მონაკვეთის გახსნა და დღესაც ამ რეჟიმით ვსარგებლობთ.

დღეს უკვე შემსუბუქებული რეჟიმით ვმოქმედებთ რამდენიმე თვეა და ამდაგვარი მიდგომა გაგრძელდება და შეიძლება, გამოიწვიოს კიდევ უფრო შემსუბუქება, ან საერთოდ ამ რეჟიმის მოხსნა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებებზე, რომლებიც სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა, ანუ „შავ სიაში“.

ამასთან, მან თქვა, რომ პროექტირებაში 140 სპეციალისტი იყო ჩართული, მათგან 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S