
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
11/08/2023 14:27:02 საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი. დილის მონაცემებით აღმოჩენილი იყო ერთი ცხედარი და ახლა დაემატა კიდევ ორი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების ოპერაცია 10 მდებარეობაზე. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს იმ სიფრთხილით და ყველა საკითხის დაცვით, რაც უკავშირდება სამაშველო სპეციფიკას. აღნიშნული სამუშაოები გრძელდება“,- თქვა ქარსელაძემ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.