
სომხეთის ავიახაზები ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით რეისებს შეასრულებს
11/08/2023 13:46:31 ეკონომიკა
11 აგვისტოდან სომხეთის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.