Accentnews.ge
გერმანია მეორე ქვეყანა გახდება NATO-ში Chinook–ის ვერტმფრენების რაოდენობით

გერმანია მეორე ქვეყანა გახდება NATO-ში Chinook–ის ვერტმფრენების რაოდენობით

11/08/2023 11:35:25 მსოფლიო

გერმანია Chinook–ის ტიპის 60 შვეულმფრენის შეძენის შემდეგ ნატოში შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე იქნება მათი რაოდენობით.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ინგო გერჰარტსმა განაცხადა.

გერმანიამ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ შეიძენს 60 Boeing Chinook–ის ვერტმფრენს.

”ჩვენ გვეყოლება ნატოში ყველაზე დიდი ვერტმფრენის ფლოტი აშშ-ს შემდეგ”, - თქვა გერჰარცმა გერმანულ მედიასთან.

საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევრო იქნება.

50 ვერტმფრენის განლაგება იგეგმება ბრანდენბურგის ქალაქ შონევალდესთან, აღმოსავლეთ გერმანიაში. ასევე იგეგმება დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურის განთავსება.

„შონევალდის ბაზა განსაკუთრებულ, მთავარ როლს შეასრულებს საჰაერო ძალებისთვის, მთელი ბუნდესვერისთვის და გერმანიის უსაფრთხოებისთვის“, - თქვა ინგო გერჰარცმა.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ბუნდესვერმა კონტრაქტები გააფორმა შეიარაღების კონცერნ Rheinmetall-თან ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდებაზე. ჯამური ღირებულება 1,3 მილიარდი ევროა.

გერმანიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S