Accentnews.ge
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთში აფეთქებები უფრო ხშირი და ეფექტური გახდება

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთში აფეთქებები უფრო ხშირი და ეფექტური გახდება

11/08/2023 11:01:54 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებს - როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში".

"ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება", - აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსეთში „დაუდგენელი დრონების“ გამოყენებით ინციდენტები გახშირდება.

მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს:

"რუსეთი თავის თავს გაინადგურებს. ეს ცალსახაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S