პენტაგონი: უკრაინის არმიამ სასწაული მოახდინა და რუსები თავდაცვაში მოიმწყვდია
11/08/2023 10:11:24 მსოფლიო
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ბრიფინგზე შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ტაქტიკა.
ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა კითხვაზე, იყო თუ არა რეალური იმის მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წვრთნების მოკლე დროში შეძლებდა მანევრირებადი ომის ტაქტიკის დაუფლებას, პასუხის გაცემისას თქვა, რომ არ აპირებს, "იდგეს ტრიბუნაზე და გამოიცნოს ფრონტის ხაზის უკრაინის არმიის მეთაურის ქმედებები".
"მოდით, გადავდგათ ნაბიჯი უკან და ვაღიაროთ, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია. საღი აზრის მქონე ვერავინ ისურვებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ეს მოხდა", - დასძინა მან.
მისი თქმით, „უკრაინელებმა, მიუხედავად ყველაფრისა, შეძლეს რუსების უკან, თავდაცვით პოზიციებზე შემჭიდროება, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის შეჭრის დროს უკრაინის არმიის მდგომარეობას“:
”და თქვენ ნახეთ მხარდაჭერა, რომელიც მოდის მთელი მსოფლიოდან, რათა უზრუნველყონ მათთვის წარმოუდგენელი და მნიშვნელოვანი საბრძოლო შესაძლებლობები და წვრთნა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ყველაფერს პერსპექტივაში უნდა შევხედოთ, იმ შესაძლებლობების თვალსაზრისით, რაც მათ განავითარეს ძალიან მოკლე დროში.
„ამიტომ (ეს არის) გამორჩეული შედეგები ნაკლებად იდეალურ სიტუაციაში. მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კონსულტაციებს, გავაგრძელებთ წვრთნებს, რათა მათ დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორია და საბოლოოდ გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში“, - შეაჯამა გენერალმა.


