Accentnews.ge
"დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა": "ლაგუნა ვერეს" მფლობელი კომპანიის განცხადება

"დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა": "ლაგუნა ვერეს" მფლობელი კომპანიის განცხადება

11/08/2023 09:56:08 საზოგადოება

კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტი", რომელმაც "ლაგუნა ვერე" შეისყიდა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ლაგუნა ვერეს" სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება". განცხადების თანახმად, დაგეგმილია საცურაო კომპლექსის და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა.

"ლაგუნა ვერესა" და შპს. "ნეო სითი დეველოპმენტს" შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 7 აგვისტოს გაფორმდა. ტრანზაქციის დასრულების შემდგომ, "ლაგუნა ვერე" კომპანიის მფლობელობაში გადავა.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს".

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერე" "ქართუ ფონდმა" გაყიდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში არსებული 12 665 კვ.მ.-ის ქონების მომავალი მესაკუთრე „ნეო სითი დეველოპმენტია“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

შპს "ნეო სითი დეველოპმენტი" 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მმართველი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S