
USAID-ს ხელმძღვანელი "მამაც ქართველ მაშველებსა და მოხალისეებს" მადლობას უხდის
11/08/2023 09:21:52 პოლიტიკა, საზოგადოება
USAID-ს ხელმძღვანელი სამანტა პაუერი შოვში მომხდარ სტიქიას ეხმიანება.
"ვფიქრობ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებიც საქართველოში, რაჭის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის დროს დაიღუპნენ. დიდი მადლობა მამაც მაშველებსა და მოხალისეებს, სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. მხარდაჭერისთვის USAID -ი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან", - აცხადებს სამანტა პაუერი.
ცნობისთვის: რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.