
თემურ მღებრიშვილი: მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები
11/08/2023 08:51:00 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადეებს, რომ მდინარეში [რიონში] აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები.
"მიმდინარეობს ცხოველთა ლეშების ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას", – განაცხადა მან.
მისი თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რააოდენობა 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნაკიეთში, შოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იპოვეს.
მღებრიშვილი ამბობს, რომ ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ქვედა კიდური 24 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
ცნობისთვის: რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.