Accentnews.ge
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

11/08/2023 08:21:29 საზოგადოება

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რააოდენობა 22-მდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნაკიეთში, შოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ნაპოვნია ცხედრის ქვედა კიდურიც.

"ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები", - თქვა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილი ამბობს, რომ ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ქვედა კიდური 24 კილომეტრის მოშორებით იპოვეს:

„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით. მდინარე მეტ- ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით მივიღეთ ეს შედეგი".

ცნობისთვის: რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S