Accentnews.ge
ონის მერი:  სამძებრო სამუშაოები, მათ შორის მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს

ონის მერი: სამძებრო სამუშაოები, მათ შორის მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს

11/08/2023 08:16:32 საზოგადოება

ონის მერ სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ონში, სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი თქმით, გაფართოვდა სამძებრო არეალი, მათ შორის სამძებრო სამუშაოებია მდინარე ჭანჭახის ხეობაში

„სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 21 მოქალაქეა დაღუპული, მათგან 19 არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გარკვეული ნაწილი გამოყვანილია, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაფართოვდა სამძებრო არეალი, მათ შორის სამძებრო სამუშაოებია მდინარე ჭანჭახის ხეობაში“, – განაცხადა ონის მერმა.

ამასთან, როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, დღეს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტიქიის შედეგად დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვილი ჩატარდება.

მისივე განცხადებით, დაღუპული მოქალაქეების გამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ონის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის ახლობლებს, მთელ ქვეყანას. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება. პანაშვიდები იქნება როგორც ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ისე ონის კულტურის სახლში“, – განაცხადა ხიდეშელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S