მოსკოვთან ძლიერი ხანძრის შესახებ იუწყებიან
11/08/2023 07:56:42 მსოფლიო
ღამით მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში ხანძარი გაჩნდა, – იტყობინება ადგილობრივი მედია. თვითმხილველები საუბრობენ, რომ მათ აფეთქების ხმები ესმოდათ.
კერძოდ, სახელმწიფო მედიარესურსები "რია ნოვოსტი" და TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ საწყობს გაუჩნდა. მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი.
9 აგვისტოს აფეთქება მოხდა სერგიევ პოსადში, რუსეთის დედაქალაქთან ახლოს, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე და იქ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არსებული ცნობებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება 11, დაშავდა 56.


