Accentnews.ge
ტერეზა მეი პრემიერის თანამდებობას ტოვებს

ტერეზა მეი პრემიერის თანამდებობას ტოვებს

24/05/2019 09:25:35 სხვა, მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს. როგორც ტერეზა მეიმ მგანაცხადა, მან ვერ შეძლო პარლამენტარების დარწმუნება "ბრექსითის" შესახებ თავისი გეგმის სისწორეში. 

მეი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები "ბრექსითის" 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ "ბრექსითის" შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება. "ბრექსითის" გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S