
„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა
11/08/2023 05:36:04 საზოგადოება
„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე Facebook-ში პირად გვერდზე აქვეყნებს.
მისი თქმით, ქონების მყიდველი შპს "ნეო სითი დეველოპმენტია“.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში არსებული 12 665 კვ.მ.-ის ქონების მომავალი მესაკუთრე „ნეო სითი დეველოპმენტია“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
შპს "ნეო სითი დეველოპმენტი" 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მმართველი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.
უნდა აღინიშნოს, რომ „ლაგუნა ვერეს“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუა".