გაერო-ს წარმომადგენელი – ზაპოროჟიეზე თავდასხმაზე: მოვუწოდებ რუსეთის, შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე
11/08/2023 06:05:02 მსოფლიო
კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის დენის ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევს:
"განურჩეველი თავდასხმების რაოდენობამ, რომლის შედეგადაც ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოუდგენელ დონეს მიაღწია - ეს თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს არღვევს".
ცნობისათვის: 10 აგვისტოს საღამოს რუსული ძალები ზაპოროჟიეს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპა მინიმუმ 1 და დაშავდა 16 ადამიანი.


