ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა
11/08/2023 05:53:25 მსოფლიო
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.
ჰავაის გუბერნატორის ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა.
მაუიზე ძლიერ ტყის ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. კუნძულიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია, ევაკუირებულია 11 400 ადამიანი, კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.


