Accentnews.ge
დუდა: რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ეს მხოლოდ პუტინზე არაა დამოკიდებული

დუდა: რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ეს მხოლოდ პუტინზე არაა დამოკიდებული

11/08/2023 05:50:22 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვლადიმირ პუტინზე არ არის დამოკიდებული.

"ვფიქრობ, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, არა იმიტომ, რომ მას ვლადიმირ პუტინი არ გამოიყენებს, არამედ, მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი მრავალი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ვლადიმირ პუტინის ერთპიროვნულ შეხედულებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილების მისაღებად ერთზე მეტი ადამიანია საჭირო", - აღნიშნა დუდამ.

ის უფრო შემაშფოთებლად მიიჩნევს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ საფრთხეს:

"თუ საუბარია ბირთვული საფრთხეების შესახებ, ბევრად უფრო მაშფოთებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. ვშიშობ, უფრო სავარაუდოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც ბირთვული ავარიის მსგავსი იქნება. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ატომურ სადგურზე აფეთქების საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S