თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
10/08/2023 19:12:44 მსოფლიო
თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი მალათიის რაიონი იყო.
მისი ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:48 საათზე მოხდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, მიწისძვრა იგრძნობოდა მალათიაში, ასევე კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში. მიცი ცნობით, მიწისძვრის შემდეგ ქუჩებში ბევრი მოქალაქე გამოვიდა.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.


