Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში "ომისთვის მზაობის გაძლიერებაზე" იმსჯელეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში "ომისთვის მზაობის გაძლიერებაზე" იმსჯელეს

10/08/2023 17:59:44 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გამართა შეხვედრა, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით "ომისთვის მზაობის გაძლიერებაზე" იმსჯელეს, – იუწყება სააგენტო KCNA.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ საჭიროა არმიის აღჭურვა "განადგურების უფრო ძლიერი საშუალებებით, რათა მტრის სამხედრო ძალა შეაჩეროს და ომის შემთხვევაში ის გაანადგუროს".

მან მხარი დაუჭირა ასევე ახალი იარაღის გამოყენებას წვრთნებში.

"მანევრები უფრო უნდა ენერგიულად ჩატარდეს, რათა ნებისმიერ ვითარებაში ჯარების სრული საბრძოლო მზადყოფნა უზრუნველყოს", – დასძინა მან.

კიმ ჩენ ინმა ასევე შეცვალა არმიის გენერალური შტაბის უფროსი: გენერალ პაკ სუ ირის ნაცვლად ეს პოსტი ვიცე-მარშალმა ლი იონ გილმა გადაიბარა.

შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა 2023 წლის 21-დან 24 აგვისტომდე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. ჩრდილოეთ კორეა ამ მანევრებს ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღიქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S