Accentnews.ge
მედია: გერმანია უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას გეგმავს

მედია: გერმანია უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას გეგმავს

10/08/2023 16:32:56 მსოფლიო

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემას გეგმავს, – იუწყება გერმანული გამოცემა T-Online ქვეყნის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, “ახლა კანცელარი ამ საკითხის გადაწყვეტაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს".

T-Online–ს ინფორმაციით, გარდა ამისა, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა “მწვანე შუქი” მისცეს Taurus-ის ტიპი გერმანული ფრთოსანი რაკეტების კიევისთვის გადაცემას.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, კოორდინირებული მიდგომა, განსაკუთრებით კი აშშ-სთან, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის შეიარაღების ახალი სისტემების გადაცემას დათანხმდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S