ესტონეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის
10/08/2023 15:47:42 მსოფლიო
ესტონეთი შემდგომშიც გაუწევს ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით დახმარებას უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის ფედერაცია ამ აგრესიისგან ვერაფერს მოიპოვებს. ამიტომ, ყველამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარების გაწევა და გაზარდოს საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
პევკურმა აღნიშნა, რომ ესტონეთმა უკრაინას უკვე გაუწია 400 მილიონ ევროზე მეტი (441 მილიონი დოლარი) მოცულობის სამხედრო დახმარება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია.


