Accentnews.ge
ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 13 მილიარდ დოლარს სთხოვს

ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 13 მილიარდ დოლარს სთხოვს

10/08/2023 13:03:09 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს მინიმუმ 25 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება სთხოვოს, რომლის ნაწილიც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას მოხმარდება,– თეთრი სახლის გეგმების შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

უშუალოდ თავდაცვისთვის, მათ შორის კიევისთვის იარაღის მისაწოდებლად დაგეგმილია 13 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, ხოლო კიდევ 12 მილიარდის სტიქიური უბედურების დროს დახმარებისთვის, – თქვა წყარომ და დასძინა, რომ ეს რესურსი არ დაექვემდებარება საბიუჯეტო შეზღუდვებს.

2022 წლის დეკემბერში კონგრესმა გადაწყვიტა, უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარება გამოეყო. ეს თანხა საკმარისი უნდა ყოფილიყო მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე. თუმცა, პენტაგონმა მიღებული ბიუჯეტი უკვე დახარჯა და ამჟამად 6 მილიარდი დოლარი აქვს, რომელიც ბუღალტრული შეცდომის გამოვლენის შედეგად იპოვეს. თავად შეცდომა წარმოიშვა იმის გამო, რომ სამხედრო პირებმა საწყობებიდან ამოღებული ძველი აღჭურვილობა ახლად შეაფასეს.

„ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებულნი ვართ, რომ შეგვიძლია,უკრაინისთვის იმის მიწოდება გავაგრძელოთ, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება“, - თქვა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა. ამასთან, მხოლოდ ივლისში კიევს გადაეცა 2,5 მილიარდი დოლარის იარაღი.

Washington Post-ის შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $66,2 მილიარდის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. ეს თანხა ბევრჯერ აღემატებოდა ვაშინგტონის მიერ ისრაელისთვის ($8,6 მილიარდი 2022-2023 წლებში), ეგვიპტისა (3,3 მილიარდი) და იორდანიისთვის (2,9 მილიარდი) გამოყოფილ თანხებს. ამრიგად უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული დახმარების ყველაზე მსხვილ მიმღებად იქცა.

უკრაინის დამატებითი იარაღის საჭიროება დაუდგა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს მეტი დახმარებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S