Accentnews.ge
ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი – ქეთევან დუმბაძის შესახებ: მწერალთა სახლი მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა

ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი – ქეთევან დუმბაძის შესახებ: მწერალთა სახლი მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა

10/08/2023 12:24:59 საზოგადოება

მწერალი ლაშა ბუღაძე და პოეტი რატი ამაღლობელი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის ფაქტს ეხმიანებიან.

ბუღაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ახალი შტაბი მიამატა პარტიულ ოფისებს".

"მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს. ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში - ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას... რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!",- წერს ბუღაძე სოციალურ ქსელში.

რატი ამაღლობელი აცხადებს, რომ "ცალ-ცალე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს".

"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა. ვფიქრობ დღეს ცალ-ცალე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს, როგორც სახელმწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში. შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი", - წერს ამაღლობელი სოციალურ ქსელში.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორ ნატა ლომოურს უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. იგი აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან კვლავ თანამშრომლობას.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S