Accentnews.ge
შავი ზღვის თავზე ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი და Eurofighter–ის გამანადგურებლები გამოჩნდნენ

შავი ზღვის თავზე ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი და Eurofighter–ის გამანადგურებლები გამოჩნდნენ

10/08/2023 12:10:30 მსოფლიო

შავი ზღვის თავზე პატრულირებას ამერიკული დრონი და ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი ახორციელებენ. ამ უკანასკნელს გამანადგურებლები მიაცილებენ.

Flightradar24-ის მიხედვით, რომელიც აკონტროლებს საჰაერო მოძრაობას, Boeing RC-135W Rivet Joint თვითმფრინავი დაზვერვას ორი Eurofighter Typhoon–ის გამანადგურებლის თანხლებით ახორციელებს.

ისინი შეუერთდნენ ამერიკულ Northrop Grumman RQ-4B Global Hawk-ის სტრატეგიულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს.

14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ორმა რუსულმა სუ-27–მა გზა მოუჭრა ამერიკული სამხედრო სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper–ს. ინციდენტის შედეგად აშშ-მა დაკარგა დრონი, რომელიც ზღვაში ჩავარდა. შეერთებულმა შტატებმა პატრულირება 17 მარტს განაახლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S