Accentnews.ge
დმიტრო კულება: ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად ვერასდროს ვიხილავთ

დმიტრო კულება: ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად ვერასდროს ვიხილავთ

10/08/2023 12:07:19 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება.

კულებას განმარტებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიტაცებული მიწების გათავისუფლების შემდეგ.

"პუტინი არ არის პარტნიორი. არსებობს არაპირდაპირი ბრძოლის სხვა დიპლომატიური გზებიც, მაგრამ გვესმის, რომ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან ვერასდროს ვიხილავთ ", - განაცხადა კულებამ.

მანამდე, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S