Accentnews.ge
ლიეტუვა: ბელარუსი სპეცსამსახურები საზღვარზე უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან

ლიეტუვა: ბელარუსი სპეცსამსახურები საზღვარზე უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან

10/08/2023 11:58:15 მსოფლიო

ლიტუვის მოქალაქეებს ბელარუსის სასაზღვრო პუნქტებზე კითხავენ, შანტაჟითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებენ, ითანამშრომლონ ბელარუსის სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესრელიზში, – იუწყება LRT.

ანგარიშის მიხედვით, ბელარუსის სპეცსამსახურები ამოწმებენ ლიეტუვის მოქალაქეების კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს, მათში არსებულ კონტაქტებს, სოციალურ ქსელებში ფოტოებსა და მარშრუტებს.

გარდა ამისა, ლიტვუის მოქალაქეებისგან გროვდება ინფორმაცია მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და სამუშაო ადგილების შესახებ. ასევე ცდილობენ, კონტაქტების დამყარებას სასაზღვრო, სამართალდამცავი ორგანოების და დაზვერვის წარმომადგენლებთან.

უსაფრთხოების სამსახური მიუთითებს შემთხვევებზე, როდესაც ლიეტუვის მოქალაქეებს ბელარუსში შესვლაზე უარი ეთქვათ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მათი პროუკრაინული პოზიციის შესახებ.

ლიეტუვის სპეცსამსახურის ინფორმაციით, დაკითხვის დროს ლიეტუვის მოქალაქეებს აშანტაჟებდნენ, ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეუბნებოდნენ, რომ მოუხსნიდნენ ბელარუსში შესვლის აკრძალვას, თუ ისინი დათანხმდნენ თანამშრომლობას ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ხოლო თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში ემუქრებოდნენ ჯაშუშობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრით.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ლიეტუვა 15 აგვისტოდან გეგმავს ბელორუსთან საზღვარზე არსებული ექვსი გამშვები პუნქტიდან ორის დახურვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S