Accentnews.ge
მედია: რუსეთს პრობლემების გამო „საბჭოთა ტექნოლოგიაზე“ გადასვლა მოუწია

მედია: რუსეთს პრობლემების გამო „საბჭოთა ტექნოლოგიაზე“ გადასვლა მოუწია

10/08/2023 11:18:52 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო მრეწველობას რაკეტების წარმოებისთვის საბჭოთა ტექნოლოგიის გახსენება მოუწია მას შემდეგ, რაც მიკროჩიპების დეფიციტი გაუჩნდა – სანქციების გვერდის ავლის გზები მოირღვა,– განუცხადეს დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა BBC-ს.

„ნახევარგამტარების რუსული იმპორტი, რომელმაც ზრდა დაიწყო გასული წლის ბოლოს, კვლავ დაეცა 2/3–ით 2023 წლის იანვრიდან, რაც მათ აიძულებს, დაეყრდნონ დაბალი ხარისხის შემცვლელებს, როგორიცაა 40%–ით ხარვეზიანი მიკროსქემები“, – უთხრა გამოცემას თანამოსაუბრემ.

რუსული იარაღის უმეტესობა, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, შეიცავს ელექტრონულ კომპონენტებს. თუმცა, ისინი იწარმოება არა რუსეთში, სადაც არ არის საკუთარი კომპონენტის ბაზა, არამედ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, იაპონიაში, ისრაელსა და ჩინეთში.

მიკროჩიპები და პროცესორები შეადგენენ რუსული იარაღის კომპონენტების დაახლოებით ნახევარს და მათ დაახლოებით 2/3–ს აწარმოებენ ამერიკული კომპანიები, მათ შორის Analogue Devices, Texas Instruments და Intel, – გაარკვია კიევის ეკონომიკის სკოლამ სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფთან ერთად.

ვინაიდან, რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აკრძალულია, რუსეთი მათ მიღებას საქნციების გვერდის ავლით, მესამე ქვეყნებიდან შუამავლების ქსელის მეშვეობით ცდილობს. ამგვარად, Nikkei-ს მიხედვით, ამერიკული მიკროჩიპების 75% რუსეთში ჰონგ–კონგის ან ჩინეთის გავლით იგზავნება. ამავდროულად, ზოგიერთი ძირითადი კომპონენტი ოფიციალურად იყო შეძენილი არასამხედრო გამოყენებისთვის, მაგალითად, რუსული კოსმოსური პროგრამისთვის.

„ბევრი კომპანიაა მზად, არსებით რისკზე წავიდეს, რათა შეასრულოს შესყიდვების თაობაზე რუსეთის მოთხოვნები“, - ნათქვამია კიევის ეკონომიკის სკოლისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიშში. მსგავსი კომპანიები ბაზირებულია მთელ მსოფლიოში: ჩეხეთში, სერბეთში, სომხეთში, ყაზახეთში, თურქეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.

დასავლეთის ქვეყნები ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა შეზღუდვები თურქულ კომპანიებს Turkik Union-სა და Azu International-ს „რუსეთში მიკროელექტრონიკის ექსპორტში მათი როლის გამო, რაც აუცილებელია უკრაინაში სამხედრო მოქმედებებისთვის".

მაისში შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნეს 38 პრიორიტეტული პროდუქციის სია და მოუწოდეს კომპანიებს მთელ მსოფლიოში, გამოიჩინონ სათანადო გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ, რომ ამ საქონლის საბოლოო დანიშნულება არ იყოს რუსეთი. სიაში შედის ელექტრონული ინტეგრირებული სქემების, ნახევარგამტარების, ლაზერების და სანავიგაციო ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.

ამის შემდეგ, თურქეთმა შეაჩერა დასავლეთის სანქციებს დაქვემდებარებული გარკვეული საქონლის ტრანზიტი რუსეთში. თუმცა, როგორც კი კომპონენტი შუამავლის ხელში აღმოჩნდებ, მისი მიკვლევა უფრო რთული ხდება. ამასთან დაკავშირებით კიევის ეკონომიკის სკოლის უფროსი ეკონომისტი ბენ ჰილგენსტოკი გამოდის შეთავაზებით, საეჭვო შუამავლების "შავი სია" შეიქმნას.

„იმიტომ, რომ ბევრმა მწარმოებელმა კვლავ არ იცის, ვისთან უნდა აწარმოონ ბიზნესი და ვისთან არა. ეს სერიოზული პრობლემაა“, - აჯამებს ჰილგენსტოკი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ბურიატიაში საბჭოთა ტანკებისა და სამხედრო მანქანების 40%-ზე მეტი ამოიღო "ვაგჟანოვოს" სამხედრო აღჭურვილობის უდიდეს ბაზაზე არსებული საცავიდან.

Google Earth-ის თანამგზავრის ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 3840 ერთეული ტექნიკა "ვაგჟანოვოში" ინახებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ხუთი თვით ადრე, 2023 წლის მაისისთვის ეს მონაცემი 2270 ერთეულამდე შემცირდა. შესაბამისად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, ბაზიდან ამოიღეს დაახლოებით 1,570 ერთეული ტანკი და საბრძოლო მანქანა, ხოლო აღჭურვილობის უმეტესობამ (32%) დატოვა "ვაგჟანოვო" 2022 წლის სექტემბერში მობილიზაციის დაწყების შემდეგ.

The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქციების თანახმად, არსებობს სამხედრო ტექნიკის კონსერვაციის ოთხი კატეგორია და ძვირფასი აღჭურვილობა ინახება სპეციალურ ვენტილირებად ოთახებში. "ვაგჟანოვოში" მანქანები ძირითადად ღია ცის ქვეშ ინახებოდა. ”ეს ის ტექნიკაა, რომელიც არ გენანება",– განმარტა სამხედრო ექსპერტმა პაველ ლუზინმა.

"ვაგჟანოვოს" ყოფილი სამხედროების სოციალურ ქსელებში The Moscow Times-ის ჟურნალისტებმა ბაზაზე შენახული ტანნიკის რამდენიმე ფოტო იპოვეს. გამოცემის მიერ გამოკითხულმა სამხედრო ექსპერტებმა მათში ამოიცნეს T-62, რომელიც წარმოებულია 1962 წლიდან 1975 წლამდე.

გამოცემის ცნობით, საწყობიდან ამოღებული ზოგიერთი საბრძოლო მანქანა ღრმა მოდერნიზაციას გადია – ისინი აღჭურვილია დამატებითი დაცვით, უფრო თანამედროვე ძრავებით, ასევე ოპტოელექტრონული სისტემით და თერმოგამოსახულებით, რის შემდეგაც ისინი იგზავნება ფრონტზე. დანარჩენებს შლიან ნაწილებისთვის.

ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ომის პირველ წელს რუსეთის ფედერაციამ დაკარგა თავისი თანამედროვე ტანკების დაახლოებით ნახევარი. ანალიტიკური პროექტის Oryx-ის მიხედვით (იგი აფიქსირებს დანაკარგებს ფოტოს ან ვიდეოს თანდართვით), რუსმა სამხედროებმა სულ დაკარგეს 2 200-ზე მეტი ტანკი. უკრაინის გენერალური შტაბის მიხედვით კი – 4254 ტანკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S