Accentnews.ge
ლა–როშელში, ფრანგულ პორტში მარცვლეული იწვის

ლა–როშელში, ფრანგულ პორტში მარცვლეული იწვის

10/08/2023 10:39:01 მსოფლიო

ლა–როშელში ხანძარს ებრძვიან კომერციულ პორტთან ახლოს. ადგილზე 100–მდე მეხანძრეა მობილიზებული.

ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაჩნდა Sica Atlantique-ს კუთვნილ მარცვლეულის შესანახ ერთ-ერთ სილსოში და შემდეგ ცეცხლი კიდევ სამზე გავრცელდა.

როგორც იუწყებიან, ცეცხლს ჯერ არ მიუღწევია იმ მონაკვეთამდე, სადაც ათასობით ტონა მარცვლეულია თავმოყრილი.

ხანძრის კერის ირგვლივ 100 მეტრიანი უსაფრთხოების პერიმეტრია მოწყობილი. ადგილზე 96 მეხანძრე მუშაობს და მათ დასახმარებლად დამატებითი ძალების მობილიზება ხორციელდება.

პრეფექტურამ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, არ გაემგზავრონ ქალაქში, რათა არ სეაფერხონ ხანძრის ჩაქრობაში ჩართული სერვისების მუსაობა. პორტი ლა–როშელში საფრანგეთის მარცვლეულის ექსპორტის გასაღებია. თავად საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S