სტამბოლში ავტობუსი ექვსი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, არიან დაშავებულები
10/08/2023 09:45:02 მსოფლიო
თურქეთში სტამბოლის აეროპორტის პერსონალის მომსახურე ავტობუსი ამობრუნდა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სტამბოლის ეუფსულთანის რაიონში მოხდა. მძღოლმა ავტობუსზე კონტროლი გაურკვეველი მიზეზით დაკარგა და ხიდიდან, დაახლოებით ექვსი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
სალონში მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 27–მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


