Accentnews.ge
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კიდევ 10 000 სამხედროს გზავნის

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კიდევ 10 000 სამხედროს გზავნის

10/08/2023 09:35:39 მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ბელორუსთან საზღვარზე კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროს გადასროლას გეგმავს.

თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშაკის თქმით, სამინისტრო გადაანაწილებს ჯარებს „ბელარუსის საზღვართან უფრო ახლოს, რათა შეაჩეროს აგრესორი და ვერ გაბედოს თავდასხმა“ პოლონეთზე.

„დაახლოებით 10000 ჯარისკაცი განლაგდება საზღვარზე: 4000 უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაუჭერს მხარს, 6000 კი რეზერვში იქნება“, - თქვა ბლაშაკმა.

მან ასევე დასძინა, რომ ბელორუსული შვეულმფრენების მიერ პოლონური სივრცის დარღვევა არ შეიძლება არასათანადოდ შეფასდეს მინსკის მიდგომების გამო.

"ეს იყო მორიგი პროვოკაცია. ყველაფერი, რაც ბელარუსში ხდება, კოორდინირებულია რუსეთთან", - განაცხადა ბლაშაკმა.

მას შემდეგ, რაც "ვაგნერის" მებრძოლები ბელარუსში გამოჩდნენ და შეამჩნიეს მათი გადაადგილება პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, პოლონეთმა საზღვრის დაცვა გააძლიერა. ამჟამად საზღვარზე 2 000 სამხედრო უჭერს მხარს საზღვრის დაცვის სამსახურის მუშაობას. ორიოდ დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი კიდევ 4 000 სამხედროს გაგზავნის საზღვარზე.

ამასთან, ორშაბათს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჩიეი ვონსიკმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აორგანიზებენ მორიგ კამპანიას ევროკავშირში მიგრანტების პოლონეთის საზღვრის გავლით შემოდინების მიზნით რეგიონში დესტაბილიზაციისთვის.

მისი თქმით, სიტუაცია „არ არის ისეთი ქაოტური, როგორც ორი წლის წინ იყო, მაგრამ მაინც იწვევს შეშფოთებას":

„საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“.

თავის მხრივ, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ტომაშ პრაგამ ბელარუსის სამსახურებს უწოდა „კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მართავს არალეგალურ მიგრაციას“ და „აქედან დიდ მოგებასაც იღებს“.

მისი თქმით, მხოლოდ წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა სცადა 19 000 მიგრანტმა, მათგან მხოლოდ ივნისში 4 000-მა, ხოლო გასულ წელს 16 000–მა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S