
მღებრიშვილი: გარდა იმისა, რომ მდინარის კალაპოტის გადამოწმება უკვე მიმდინარეობს, ვფიქრობთ, მდინარის ნავებით მონიტორინგი საჭირო გახდება
10/08/2023 09:31:37 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ შოვში, მდინარის კალაპოტის გადამოწმება უკვე მიმდინარეობს, მდინარის ნავებით მონიტორინგსაც დაიწყებენ.
"ვაპირებთ, სამუშაოების გაფართოებას. ესაა მდინარის კალაპოტი, სადაც გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დღის ბოლოსთვის ან ხვალ დილიდან დამატებით, ვფიქრობთ, რომ საჭირო გახდება ნავებით მონიტორინგი მდინარის", – განაცხადა მან.
მისი ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.