Accentnews.ge
ბერლინი გერმანიისთვის რუსეთიდან მომდინარე გაზრდილ საფრთხეზე საუბრობს

ბერლინი გერმანიისთვის რუსეთიდან მომდინარე გაზრდილ საფრთხეზე საუბრობს

10/08/2023 09:17:14 მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, გერმანიისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებმა სხვა განზომილება შეიძინა,– ამის შესახებ, Spiegel-ის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ „რუსეთის დამპყრობლურმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ასევე შეცვალა უსაფრთხოების ვითარება გერმანიაში“, რადგან „ჯაშუშობის, დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერშეტევების საფრთხემ სხვა განზომილება შეიძინა“.

მან აღნიშნა წინა დღეს ბუნდესვერის თანამშრომლის დაკავება, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან და დასძინა, რომ „ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აკვირდებიან რუსეთის ჯაშუშობას გერმანიაში და იღებენ თანმიმდევრულ ზომებს ამის წინააღმდეგ“:

"ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უკიდურესად ფხიზლად არიან. ჩვენ გავაერთიანეთ ძალები და გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები ამჟამინდელი საფრთხის წინააღმდეგ შესაიარაღებლად", - თქვა ფითერმა.

მინისტრმა დასძინა, რომ „განსაკუთრებით ომის დროს, კრემლის ხელმძღვანელობა ეყრდნობა თავისი სპეცსამსახურების მუშაობას“ და ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ მიიღო მკვეთრი ზომები. ამ კონტექსტში გაიხსენა მან რუსი დიპლომატების გაძევება, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S