Accentnews.ge
ოკუპირებულ ალუშტაში ანიმატორები უკრაინულ ჰანგებზე ცეკვისთვის აიძულეს, პუტინზე ემღერათ

ოკუპირებულ ალუშტაში ანიმატორები უკრაინულ ჰანგებზე ცეკვისთვის აიძულეს, პუტინზე ემღერათ

10/08/2023 08:53:14 მსოფლიო

დროებით ოკუპირებულ ალუშტაში აკვაპარკის ანიმატორები აიძულეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიზღვნილი სიმღერები ემღერათ. ამ გზით დასაჯეს ისინი უკრაინულ ჰანგებზე ცეკვისთვის.

წინა დღეს ერთ–ერთმა ტელეგრამ– არხმა, რომელსაც მართავს რუსეთის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობაში მყოფი ბლოგერი ალექსანდრე ტალიფოვი, გამოჩნდა ვიდეო ყირიმის აკვაპარკის თანამშრომლების ვიდეო, რომელშიც გოგონები უკრაინელი მომღერლის ვერკა სერდიუჩკას სიმღერაზე ცეკვავენ.

"აკვაპარკი ალუშტა, ანიმატორები მხიარულობენ, ნორმალურია?" - ნათქვამია შეტყობინებაში.

მგვიანებით იმავე ტელეგრამ არხზე განთავსდა ახალი ვიდეო, რომელშიც გოგონები ბოდიშს იხდიან "გაუაზრებელი ქცევისთვის, მხარდაჭერას უცხადებენ ყირიმის დე ფაქტო ხელმძვანელს, პუტინს და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთი ოფიციალურად უკრაინასთან ომს) მონაწილეებს.

მათ ასევე იმღერეს: "”ვლადიმირ პუტინი ყოჩაღია: პოლიტიკოსი, ლიდერი და მებრძოლი...“.

რუსეთში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროუკრაინელი მოსახლეობის დევნა გრძელდება. მაგალითად, პრორუსი ყირიმელი ბლოგერი ალექსანდრე ტალიპოვი თავის ტელეგრამ–არხზე უკრაინის მხარდამჭერი ყირიმელების პერსონალურ მონაცემებს აქვეყნებს. ტალიპოვის საჩივრების შედეგად ყირიმელებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“. უკრაინის პროკურატურამ ტალიპოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ეთნიკური უთანხმოების და სიძულვილის წაქეზების“ მუხლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S