Accentnews.ge
მღებრიშვილი – შოვში ისეთი ტურისტების ყოფნაზე, რომელთა შესახებაც ამ დრომდე არ ვიცით: "თეორიის დონეზე ვერაფერს გამოვრიცხავ"

მღებრიშვილი – შოვში ისეთი ტურისტების ყოფნაზე, რომელთა შესახებაც ამ დრომდე არ ვიცით: "თეორიის დონეზე ვერაფერს გამოვრიცხავ"

10/08/2023 08:20:43 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგზე საუბრობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა შოვში ყოფილიყვენენ ისეთი ტურისტები, რომელთა შესახებაც ამ დრომდე არ ვიცით, მღებრიშვილმა შემდეგი განაცხადა:

"თეორიის დონეზე ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვერ ვიტყვი ვერაფერს, თუმცა , ჩემი სუბიექტური მოსაზრებით 1 კვირა საკმარისი დროა იმისათვის, რომ ადამიანმა მისი ახლობელი, ოჯახის წევრი მოიკითხოს. ამ დროისთვი არსებუი მონაცემებით, არ გაზრდილა დაკარგულტა რაოდენობა და თუ შემოვა მსგავსი ინფორმაცია ოპერატიულად მოხდება მისი გადამოწმება".

მისი თქმით, სტიქიიდან მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა:

„უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. დაიდენტიფიცირდა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც 2 პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის - ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის გადაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება მოხდა“.

მისი ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S